
ადიგენის მუნიციპალიტეტის ხევაშენის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ორგანიზებით, მოსწავლეები მედია განვითარების ფონდის (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის“ კონკურსში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი „დაფიქრდი, გადაამოწმე და გააზიარე“, რომლის განხორციელებასაც გეგმავენ სკოლის მასშტაბით მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
იხილეთ ფოტოები