
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ - პატარა ამბებით აცოცხლებენ.
საიუბილეო გამოწვევის სტუმარია სკოლის ოქროსმედალოსანი და გამორჩეული კურსდამთავრებული, ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარი ბატონო ზვიად კირტავა.
იხილეთ ვიდეო