სპეციალური ფორმა, რომელიც სკოლამ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას უნდა შეავსონ - რა არის დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების 4 წინაპირობა?
10-09-2020
ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებისთვის სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის  წესები და პირობები განისაზღვრა. ამასთან, შეიქმნა ფორმა, რომლის შევსებაც სკოლებისთვის სავალდებულოა თუ ისინი დისტანციურ ან სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლამ უნდა განმარტოს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მიზეზები, განსაზღვროს ვადები, მიუთითოს გაკვეთილების ოდენობა და ხანგრძლივობა და ა.შ. ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლისას კი განსაზღვროს საგნები, და კლასების ოდენობა, რომლებიც დისტანციურად ისწავლიან.

იხილეთ დისტანციური სწავლების შეთანხმების ფორმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

სკოლა განაახლებს დასწრებით სწავლებას მინისტრის ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რესურსცენტრის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით წინასწარ განსაზღვრული დისტანციური სწავლების ვადის ამოწურვის შემდეგ.

დისტანციური სწავლებიდან
დასწრებით სწავლებაზე გადასვლის წინაპირობებიც განსაზღვრულია. ეს შეიძლება იყოს: 

ა) სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გაუქმება;

ბ) სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გაუქმება;

გ) სკოლაში მიმდინარე გადაუდებელი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების დასრულება;

დ) ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტის აღმოფხვრა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203