ქუთაისის N33 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად მზადაა
10-09-2020

ქუთაისის N33 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად მზადაა. სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ზომები უკვე შემოწმდა.

„ჩვენმა სკოლამ გაიარა რეგისტრაცია შრომის ინსპექციის საიტზე, სასწავლო პროცესის დაწყების მზაობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც სკოლაში იყო მოსული სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

სკოლამ წარმატებით გაიარა შემოწმება და მზად არის სასწავლ პროცესი დაიწყოს განათლების სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203