
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა და 15 სექტემბერს ადგილობრივი მოსწავლეები სწავლას ახალ გარემოში დაიწყებენ.
ახალი სკოლა 60 ბავშვზეა გათვლილი და სრულადაა ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყო: საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი და კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია.
ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემები.