„ყველა თანამშრომელს კარგად აქვს გაცნობიერებული უდიდესი პასუხიმგებლობა“ -​ ერკეთის საჯარო სკოლა სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დასაწყებად მზად არის
10-09-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლა, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციებისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებების შესრულებას.

სკოლა მზად არის ახალი სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დასაწყებად. გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია, სკოლა აღჭურვილია ყველა საჭირო სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებებით, ყველა თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია ბანერები და პლაკატები COVID–19 -სა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ, სკოლის ყველა თანამშრომელზე გადანაწილებულია ფუნქციები, გამოყოფილია თერმოსკრინინგზე, პირბადეების ტარებაზე, დისტანციის დაცვაზე, სადეზინფექციო საშუალებების შენახვაზე პასუხისმგებელი პირები, გამოიყო და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა დროებითი დაყოვნების (საიზოლაციო) ოთახი, საკლასო ოთახებში მერხები განლაგებულია ინსტრუქციის შესაბამისად, მიმდინარეობს მოსწავლეებისა და მშობლების ინფორმირება პანდემიის პირობებში მათი მოვალეობების შესახებ, შესაბამისი რეკომენდაციები გადაეცა სასკოლო ტრანსპორტის მძღოლებს.

„ვინაიდან სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი (ზოგი ჭირი მარგებელია), არ არის ცვლებისა და გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირების საჭიროება. შესაბამისი სამსახურის მიერ შემოწმდა სკოლის მზადყოფნა სასწავლო პროცესის დასაწყებად და გვწამს დაიდება ისეთი დასკვნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს 15 სექტემბერს ხმამაღლა დავრეკოთ მონატრებული სკოლის ზარი და მიყუჩებულ სოფელში კვლავ გაისმას ბავშვების ჟრიამული.
სკოლის ყველა თანამშრომელს კარგად აქვს გაცნობიერებული უდიდესი პასუხიმგებლობა მოსწავლეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გამო და შეუძლებელს შეძლებენ, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წელი გაატარონ მერხებთან“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203