დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სრული მზადყოფნით ხვდება
10-09-2020

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის აქტიურად ემზადება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაც.

„იმისთვის, რომ სასწავლო პროცესის განახლების უფლება მოვიპოვოთ კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილოთ.

სახელმწიფო დაგვეხმარა საჭირო ინვენტარის და მოწყობილობების შეძენაში. მახინჯაურის საჯარო სკოლა, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ახალ სასწავლო წელს სრული მზადყოფნით ხვდება.

სკოლის დირექციამ, პედაგოგიურმა კოლექტივმა, პერსონალმა არ დაიშურა ძალისხმევა, გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია და შექმნა ის გარემო, რაც მოსწავლეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

წარმატებულ, მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ!!!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203