ქვილიშორის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს, რომ პანდემიის პირობებში მოსწავლეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ
10-09-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის,​ ქვილიშორის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი დიდი ხანია დაიწყო. სკოლის ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს, რომ პანდემიის პირობებში მოსწავლეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. 

„ქვილიშორის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი დიდი ხანია დაწყებულია. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სკოლის ადმინისტრაციამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მოსწავლეებმა თავი იგრძნონ თავისუფლად, უსაფრთხოდ.
იმედს ვიტოვებთ, რომ ონლაინ სწავლება ძირითადად არ იქნება და ერთად ჩვეული მოტივაციით შევძლებთ სასწავლო პროცესის სათანადო დაწყებას და დასრულებას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203