
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალი საყულიის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის დასაწყებად მზადაა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დირექციამ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა და მოსწავლეებს უსაფრთხო გარემოს დაახვედრებს.
„ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო, ახალი საყულიის საჯარო სკოლამ წარმატებით გაიარა ინსპექტირების პირველი ეტაპი, რომლის დასკვნის საფუძველზეც სკოლა სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ინსპექტირების სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებულ მოთხოვნებს და 15 სექტემბერს შეუფერხებლად იწყებს სასწავლო პროცესს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის თითოეულ პედაგოგს და ტექნიკურ პერსონალს გამოჩენილი პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმისათვის“,-ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები