
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხნენ.
სკოლის კურსდამთავრებულებმა - ნინო ზაქარაძემ და ნინო ბერიძემ 100%-იანი გრანტი მოიპოვეს. ნინი შავაძე 70%-იანი გრანტის მფლობელია.
მარიამ აროშიძე, ანა ხიბაია, ხატია ხიბაია, ნინო გუგესაშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე, მაგდა ჯობავა, გიორგი მელუა, ნინო ქოქოლაძე და გიორგი ცაავა უმაღლეს სასწავლებლებში 50%-იანი სახელმწიფო დაფინასებით ისწავლიან.
სკოლა კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს უმაღლეს განათლებაში“,- ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.