მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ხარშილაძე მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონია
09-09-2020

მარნეულის N5 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სალომე ხარშილაძე მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონია.

შეჯიბრი ქალაქ ბათუმში აგვისტოს თვეში გაიმართა, სალომე ერთადერთი მარნეულელი გოგონაა, რომელმაც საქართველოს მასშტაბით პირველობა მოიპოვა, იგი მშვილდნოსნობით 2017 წელს დაკავდა. სალომე ხარშილაძეს მარნეულის მერია ამ წარმატებისთვის საჩუქრად ფულად ჯილდოს 1500 ლარს გადასცემს.

სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს.

„მთელი სკოლის სახელით ვულოცავთ მას მიღწეულ წარმატებას. ვულოცავთ სალომეს ოჯახს და ვულოცავთ ჩვენს სკოლას. სალომე ჩვენ ყველა ვამაყობთ შენით“,- ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203