„წარმატებულ კარიერას ვუსურვებთ დიდ ფეხბურთში“ - კაზრეთის N2 სკოლის მოსწავლე ანრი ელიზბარაშვილი ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ჩაირიცხა
09-09-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ანრი ელიზბარაშვილმა დაკვირვების პროცესი წარმატებით გაიარა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ჩაირიცხა. სკოლის დირექცია ულოცავს ანრის წარმატებას.

„ჩვენი სკოლის მოსწავლე, მომავალი მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავი… ანრი ელიზბარაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ჩაირიცხა. ვულოცავთ და წარმატებულ კარიერას ვუსურვებთ დიდ ფეხბურთში“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203