
ქედის მუნიციპალიტეტის მეძიბნის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. სკოლის ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით მოხდება სკოლაში სასწავლო პროცესის მართვა.
სკოლის შესასვლელთან განთავსებულია დეზობარიერი, სავალდებულო გამოყენების ნიშნის მითითებით;დირექცია მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მოუწოდებს:
„გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ მოსწავლეების და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებებს :
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლა სრულყოფილად იცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციებს და თქვენც გთხოვთ, კიდევ ერთხელ გაითვალისწინოთ და ყურადღებით გაეცნოთ ზოგად რეკომენდაციებს ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით
მ ო ს წ ა ვ ლ ე ე ბ ი ს ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ე ბ ე ბ ი:
დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით“,-მიმართავს დირექცია მოსწავლეებს.