
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ხარატიშვილი კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სტუდენტობას ულოცავს.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავ სტუდენტობას - სიახლეებითა და ახალი გამოწვევებით აღსავსე პერიოდის დაწყებას მათ ცხოვრებაში. ახალი თაობის მიერ მიღწეული წარმატებები ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საფუძველია.
გზას დავულოცავ თითოეულ მათგანს და ვუსურვებ თავიანთი წილი თითო აგური ჩაედოთ ჩვენი ქვეყნის საძირკვლის მშენებლობაში. მჯერა, ისინი არაერთხელ ასახელებენ მშობლიურ სკოლასა და აღმზრდელ პედაგოგებს“,-წერია დირექტორის მილოცვაში.