ქუთაისის N33 საჯარო სკოლის 17 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
09-09-2020

2019-2020 სასწავლო წელს ქუთაისის N33 საჯარო სკოლას ჰყავდა 18 კურსდამთავრებული, რომელთაგანაც ეროვნული გამოცდები წარმატებით 17-მა ჩააბარა.

სკოლას ჰყავდა სამი ოქროს მედალოსანი, რომელთაგანაც ორმა აიღო 100%-იანი გრანტი. ერთმა კი - 70 %-იანი.

სკოლის წარმომადგენელი მოსწავლეთა შედეგებზე გვიამბობს:

„მარიამ ჭირაქაძე - 100% გრანტი. ჩააბარა ქუთაისის ა.წერეთლის სახელობისუნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე;

გიორგი ფანჩულიძე - 100% გრანტი. ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში.

მარიამ ხუსკივაძე - 70% გრანტი. ჩააბარა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში-სპეციალობა მათემატიკა.

დანარჩენმა კურსდამთავრებულებმა ჩააბარეს ორმა თბილისში, დანარჩენმა ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სკოლის დირექცია ამაყია და ულოცავს ბავშვებს ამ წარმატებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203