საღანძილის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს - მარიამ ტაბატაძეს და ნიკოლოზ ყრუაშვილს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
08-09-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - მარიამ ტაბატაძემ და ნიკოლოზ ყრუაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. 

მარიამ ტაბატაძემ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე ჩააბარა. 

ნიკოლოზ ყრუაშვილი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 

სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს. 

„საღანძილის საჯარო სკოლა ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს მარიამ ტაბატაძეს ( აკ. წერეთლის სახელმწ. უნივერსიტეტი - ტურიზმი) და ნიკოლოზ ყრუაშვილს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - სამშენებლო ფაკულტეტი) ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და უსურვებს მათ წარმატებულ და ბედნიერ სტუდენტობას“, -ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203