„მათი შრომა და განათლება სასიკეთოდ მოხმარებოდეს ჩვენს ქვეყანას“ - ქვედა საზანოს N1 სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
08-09-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის 13-მა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სტუდენტი გახდა. 

სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და წარმატებას უსურვებს. 

„2019-2020 სასწავლო წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლის საშუალო საფეხური დაამთავრა 20-მა მოსწავლემ. მათგან 13-მა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და გახდა სტუდენტი. 6 კურსდამთავრებული (მარიამ გვალია, მარიამ კობახიძე, მარიამ ნებიერიძე, ბელა სამანიშვილი, მარიამ სამხარაძე და გიორგი კვანტიძე) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, 5 კურსდამთავრებული (ცოტნე ნებიერიძე, ვახტანგ კობახიძე, გიორგი ნებიერიძე, ნიკა ნებიერიძე და დავით ხვედელიძე) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, 1 (მაგდა ნებიერიძე) - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ხოლო 1 კურსდამთავრებული (ქეთევან კობახიძე) კი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მათგან მარიამ გვალიამ და მარიამ ნებიერიძემ მოიპოვეს 50%-იანი გრანტი.
ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლა ამ ნიჭიერ, მიზანდასახულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს ულოცავს სტუდენტობას და უსურვებს მათ კიდევ მრავალ წარმატებას. მათი შრომა და განათლება სასიკეთოდ მოხმარებოდეს ჩვენს ქვეყანას“,-ნათქვამია სკოლის წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203