„ყველა რეგულაციის მკაცრი დაცვით შევძლებთ საფრთხის თავიდან აცილებას!“-ნიგვზარის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას მოუთმენლად ელის
08-09-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას მოუთმენლად ელის. 

სკოლის დირექტორის ინა ბიწაძის თქმით, სკოლის პედაგოგები მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდნენ დამდეგი სასწავლო წლისთვის. 

„სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირა რჩება... ნიგვზარის საჯარო სკოლა მოუთმენლად ელოდება აქტიური ცხოვრების დაწყებას. სწავლას ჩვეულ რეჟიმში ვუბრუნდებით. გაცნობიერებული პასუხისმგებლობითა და ყველა რეგულაციის მკაცრი დაცვით ჩვენ შევძლებთ ყველა საფრთხის თავიდან აცილებას! ჩვენი პედაგოგები მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდნენ დამდეგი სასწავლო წლისთვის, სკოლის ბაზაზე მიმდინარეობდა სასწავლო ჯგუფების შეხვედრები, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა თემებზე: ელ. რესურსების შექმნა/მოძიება, კომპლექსური დავალება, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და მისი მოთხოვნები, თამაშით სწავლება- minecraft და ა. შ. ხშირად დახმარებას გვიწევდნენ მოსწავლეთა ტექნოლოგიების კლუბის წევრები და ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული მარიამ ტაბატაძე. დიდი მადლობა მათ და ყველა პედაგოგს დაუღალავი შრომისათვის. მხოლოდ მუდმივი განვითარების რეჟიმში შევძლებთ ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ ვუპასუხოთ. ჩვენ ერთი ძლიერი გუნდი ვართ!!!“,- აღნიშნავს ინა ბიწაძე. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203