​„ჩვენმა ოქროს გოგო-ბიჭებმა ეროვნულ გამოცდებზეც გვასახელეს, ყველა მოსწავლე სტუდენტია!“-გორის N3 სკოლა კურსდამთავრებულებით ამაყობს
08-09-2020

გორის N3 საჯარო სკოლის დირექცია ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით. 2019-2020 სასწავლო წელს სკოლა დაამთავრა 82-მა მოსწავლემ, აქედან 20 ოქროსა და 3 ვერცხლისმედალოსანი გახდა.

„ჩვენმა ოქროს გოგო-ბიჭებმა ეროვნულ გამოცდებზეც გვასახელეს. ყველა მოსწავლე სტუდენტია! ექვსი 100%-იანი გრანტით, რვა 70%-აიანი გრანტით, თოთხმეტი 50%-იანი გრანტით.

ჩვენო ძვირფასებო! გილოცავთ! ბედნიერი და წარმატებული სტუდენტური ცხოვრება გვისურვებია!“-მიმართავს დირექცია კურსდამთავრებულებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203