
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალი საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ახალი სასწავლო წლისთვის სკოლის ეზო კიდევ უფრო გაალამაზეს და გაამრავალფეროვნეს.
„ძვირფასო მეგობრებო, სკოლაში რომ მობრძანდებით და ეზო ახატულ-ჩახატული დაგხვდებათ, ამ საყვარელი ბავშვების დამსახურებაა, მადლობა მათ.
დირექციის განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის მარჯვე ქალბატონებს - შორენა უგლავას და ლალი ლობჟანიძეს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები