შუა ამაღლების საჯარო სკოლას ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და მორაგბე დავით კაჭარავა სტუმრობდნენ
08-09-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლას ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და მორაგბე დავით კაჭარავა ესტუმრნენ.

სტუმრებთან ერთად შემოდგომით სკოლაში რამდენიმედღიანი ტურნირი დაიგეგმა. 

სკოლა სპორტსმენებს სტუმრობისთვის მადლობას უხდის. 

„მოულოდნელი ვიზიტი შუა ამაღლების საჯარო სკოლაში. დღეს ჩვენს სკოლას ეწვია ცნობილი და წარმატებული ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და ასევე ცნობილი სპორტსმენი, მორაგბე, დავით კაჭარავა.
საოცარი პოზიტივი შემოიტანეს ჩვენს მოსწავლეებში, დაიგეგმა შემოდგომით რამდენიმედღიანი ტურნირი და ჩვენი ბავშვები ქალბატონ ქეთისთან და ბატონ დავითთან ერთად ეზიარებიან სპორტის ორ დიდ სახეობას: ტანვარჯიშსა და რაგბს.
მადლობა მათ ამ საოცარი დღისათვის!“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203