
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მზადაა 2020/2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის.
„სკოლის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთანაა დაკავშირებული.
აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ შეზღუდულია მშობლების და გარეშე პირთა შემოსვლა სკოლის შენობაში.
განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქემ წინასწარი შეთანხმებით სკოლის კანცელარიაში უნდა აიღოს საშვი/თანხმობა“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები