„2020-2021 სასწავლო წელს ველით დიდი მოტივაციით“-ბორბალოს საჯარო სკოლის ადმინისტრაცია სასწავლო წლის დასაწყებად მზადაა
07-09-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეის ბორბალოს საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ახალი სასწავლო წლის დასაწყებად მზადაა. სკოლაში უკვე მომარაგებულია მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ნივთები.

„2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეის ბორბალოს საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს ვხვდებით ყველანაირი წესის დაცვითა და დიდი ენთუზიაზმით. 

ადმინისტრაციის თითოეული წარმომადგენელი და მასწავლებელი აქტიურად არის ჩართული წინა სასკოლო მზადებაში.

ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, შემოვიტანეთ დეზობარიერები, სადეზინფექციო სითხეები, პირბადეები, უკონტაქტო დისტანციური თერმომეტრი, საკლასო ოთახები მოეწყო მოწოდებული ინსტრუქციების შესაბამისად, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ვირუსის გავრცელება, აგრეთვე მოეწყო სარეზერვო ოთახი, შევიძინეთ წყლის აუზი. ერთიანი ძალებითა და ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი საშუალებების გამოყენებით ვცდილობთ მოსწავლეებს შევუქმნათ უსაფრთხო სასწავლო გარემო.

2020-2021 სასწავლო წელს ველით დიდი მოტივაციით“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203