
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის სამი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. დირექცია ულოცავს კურსდამთავრებულებს მიღწეულ წარმატებას.
„ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის დირექცია სიხარულს გამოხატავს იმის გამო, რომ ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლის 2019-2020 სასწავლო წლის ხუთი კურსდამთავრებულიდან სამი იყო აბიტურიენტი, რომლებიც გახდნენ სტუდენტები.
ვულოცავთ ცოტნე ნადირაშვილს (50% გრანტი), გიორგი ოტიაშვილს (უფასო ფაკულტეტი), კონსტანტინე ქობულაშვილს და წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.