სკოლამდელი განათლების დარგობრივი მახასიათებლები დამტკიცდა - სტუდენტებისთვის პრაქტიკული ნაწილის გავლა სავალდებულოა 
06-09-2020
განათლების ხარისხის განვითრების ეროვნლი ცენტრის ინფორმაციით სკოლამდელი განათლების დარგობრივი მახასიათებლები დამტკიცდა. დოკუმენტი განსაზღვრავს სკოლამდელი განათლების (დაბადებიდან 8 წლამდე) ბაკალავრის მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამების შესწავლით მისაღწევ მინიმალურ კომპეტენციებს.

იხილეთ სკოლამდელი განათლების დარგობლივი მახასიათებლები

დოკუმენტის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული საჭიროებებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი განათლების სფეროში უმაღლესი განათლების პროგრამების შემუშავებას, სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვას, კვალიფიკაციის მფლობელთა კვალიფიკაციის საერთაშორისო დონეზე აღიარებას, მობილობასა და ისეთი კომპეტენციების ჩამოყალიბებას, რომელთა  საფუძველზე კვალიფიკაციის მფლობელი შეძლებს სწავლის გაგრძელებას უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე, პროფესიულ განვითარებას, შრომის ბაზარზე შესვლას და კარიერულ წინსვლას. 

დარგობრივი მახასიათებელი აღწერს სწავლის მინიმალურ შედეგებს, რომლებიც სტუდენტს სკოლამდელი განათლების ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის დასრულებისას მოეთხოვება. აღასანიშნავია, რომ სწავლება მოიაზრებს სავალდებულო პრაქტიკულ ნაწილსაც. სკოლამდელი განათლების უმაღლესი პროგრამების პრაქტიკის/სტაჟირების კომპონენტი შეადგენს მინიმუმ 40 ECTS კრედიტს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203