მომზადებულები არიან თუ არა სკოლები სასექტემბროდ? - ამირან გამყრელიძის შეფასება
05-09-2020
ბევრად უკეთესადაა მომზადებული სკოლები, ვიდრე ოდესმე ყოფილა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასწავლო დაწესებულებები 15 სექტემბრიდან გაიხსნება და აუცილებელია, რომ მათ რეკომენდაციები დაიცვან.
„სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყება. ყველა სკოლამ და უმაღლესმა სასწავლებელმა შესაბამისი რეკომენდაციები უნდა დაიცვან, რომ უსაფრთხო იყოს როგორც სკოლა, ისე უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტებისა და იქ მომსახურე პერსონალისთვის და ვფიქრობ, რომ ისინი ამას შეძლებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთანავე, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საბავშვო ბაღები აღმზრდელობით პროცესს პირველი ოქტომბრიდან განაახლებენ.
რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო
კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს