„ბავშვი ხელში ეჭირა ინფიცირებულს“ - როგორია სამი თვის ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა
05-09-2020

ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში, სამი თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათივე თქმით, ჩვილის ოჯახი დაინფიცირებული ქალის კონტაქტს წარმოადგენდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„ბავშვის ოჯახი ისედაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ცოტა ხანში გადავიყვანთ ჩვილს კლინიკაში", - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩოხატაურის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი.

3 თვის ბავშვის დაინფიცირების შემთხვევაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საუბრობს და აცხადებს, რომ ბავშვი ხელში ინფიცირებულს ეჭირა.

„იქ არის ფიზიკური კონტაქტი, ბავშვი ხელში ეჭირა ინფიცირებულს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203