2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 5 ფინალისტი ცნობილია
05-09-2020
2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტები ცნობილია. კონკურსის 5 ფინალისტი 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულმა პიტერ ტაბიჩიმ დაასახელა. ესენი არიან:
ციცინო გობაძე - წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
სოფიო გოგოხია - აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ელზა ხარშილაძე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯაროს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;
ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი;
სალომე გოჩოლეიშვილი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო–არქევანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
თეონა შერაზადიშვილი - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
მარინე ვართუმაშვილი – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი.
ამ ხუთეულიდან ერთი 2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული გახდება და მას 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოავლენენ. ამ ტიტულის მფლობელ პედაგოგს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორის - „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს