
მარტვილის მუნიციპალიტეტის გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“ ფინალურ ტურში გადავიდა.
ეკოკლუბმა ორგანიზატორებისა და პარტნიორებისგან სპეციალური პრიზები მიიღო.
სასკოლო კონკურსი ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვა კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC)“ ფინანსური მხარდაჭერით.