
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის 5-ვე ოქროსმედალოსანმა აბიტურიენტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - მარიამ წითელაურმა და გურამი ნინიკელაშვილმა 100%-იანი, ხოლო ქეთი დურგლიშვილმა, ელენე მაისურაძემ და მარიამ შათირიშვილმა - 50%-იანი.
სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს.
„სკოლა ულოცავს მათ და კიდევ 8 აბიტურიენტს ქვეყნის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ღირსეულები ხართ“, - ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტო