უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
04-09-2020
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდებს სამაგისტრო პროგრამების დამატების ან არსებული ინფორმაციის შეცვლისთვის დაწესებულ ვადებში ჩაეტიონ.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღების მიზნით წარმოდგენილ ანკეტაში დაფიქსირებული ინფორმაციის შეცვლის, ასევე ახალი სამაგისტრო პროგრამის დამატების შემთხვევაში ვალდებულია 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ასახოს განახლებული ანკეტა და ანოტაცია.
რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო
კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს