
მესტიის მუნიციპალიტეტის, მაზერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები წარმატებულ აბიტურიენტებს: ანა კვანჭიანს, ბექა კვიციანსა და გიორგი კვიციანს ულოცავენ სტუდენტობას და უსურვებენ შემდგომ წარმატებას.