„გვეამაყებით ბავშვებო!“ - ტყემლანის საჯარო სკოლის 3 კურსდამთავრებულიდან სამივე სტუდენტი გახდა
04-09-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტყემლანის საჯარო სკოლას 2019-2020 სასწავლო წელს 3 კურსდამთავრებული ჰყავდა, სამივე მათგანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, აქედან ერთმა თ. ბიტიაშვილმა  50%-იანი გრანტი მოიპოვა.

„სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ვუსურვებთ საინტერესო და წარმატებულ სტუდენტობას. გვეამაყებით ბავშვებო!“-წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203