„ვულოცავთ ჩვენს „ოქროს ბიჭებს“ - რცხმელურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - დავით და ვანო ტვილდიანები უნივერსიტეტში გრანტით ჩაირიცხნენ
03-09-2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ​ რცხმელურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, ოქროსმედალოსნებმა - დავით და ვანო ტვილდიანებმა ერთაინი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში გრანტით ჩაირიცხნენ. 

სკოლის პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ. 

„რცხმელურის საჯარო სკოლის პედაგოგები ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, ოქროსმედალოსან ბიჭებს, დავით და ვანო ტვილდიანებს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას და 50% -იანი გრანტის მოპოვებას.

ცხოვრების სარბიელს დაგილოცავთ ჩვენო საამაყო ბიჭებო! გვჯერა, რომ მომავალშიც ბევრჯერ ვიამაყებთ თქვენით!“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203