ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგს, მზია ბერაძეს Microsoft-ის ექსპერტის წოდება მიენიჭა
03-09-2020

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მზია ბერაძე საქართველოში იმ ორმოცდაათამდე პედაგოგს შორისაა, რომლებსაც „მაიკროსოფტმა“ ექსპერტის წოდება მიანიჭა. „მაიკროსოფტი“ სხვადასხვა საგანმანათლებლო აპლიკაციებს ქმნის, რომელთა გამოყენება სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამ აპლიკაციებზე მუშაობას ეუფლებოდა ერთი წლის განმავლობაში.

პროგრამის მონაწილეები აპლიკაციებში საკუთარ ნაშრომებს ქმნიდნენ, დიდი ყურადღება ექცეოდა საავტორი უფლებებს. ექსპერტები მხოლოდ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გახდნენ.

„ყველაზე მთავარი ისაა, რომ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მზია მასწავლებელი მოსწავლეებსა და კოლეგებს გაუზიარებს. 21-ე საუკუნეში მხოლოდ წიგნიდან მიღებული ცოდნა არაა საკმარისია. აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა, რაც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ.

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ერთ-ერთი კომპონენტი სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაა. ამაში კი  ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და ხიდრის სკოლას მასწავლებელ მზია ბერაძის მიერ „მაიკროსოფტის“ ტრენინგებზე მიღებული გამოცდილება გამოადგება“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203