„ვამაყობთ თქვენით“ - ​ძევრის ​საჯარო სკოლის 12-ვე აბიტურიენტი პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩაირიცხა
03-09-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის ​საჯარო სკოლის 12-ვე აბიტურიენტი საქართველოს პრესტიჟული უნივერსიტეტების სტუდენტი გახდა. 

სკოლა კურსდამთავრებულებით ამაყობს. 

„ცოდნა, ეს ისეთი ძლიერი საძირკველია, რომელზედაც მთელი სამყაროს აშენება შეიძლება! „განათლება, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია“- სწორედ ამ დევიზით განაგრძობს აქტიურ საქმიანობას ძევრის საჯარო სკოლა. მართლაც და რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი სიამაყე, არა მარტო სოფლისათვის, არამედ ქვეყნისთვისაც, როდესაც „12“ აბიტურიენტიდან 12-ივე საქართველოს პრესტიჟული უნივერსიტეტების სტუდენტის მანტიას ჩაიცვამს! დიახ, ეს თქვენ ხართ ძევრის სკოლის მოსწავლეებო: „ახალგაზრდობა, იმედი ხვალის“! ვამაყობთ თქვენით და გისურვებთ წარმატებები არ მოჰკლებოდეთ თქვენ მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, იხარეთ და იდღეგრძელეთ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203