
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა ახალი 2020-2021 სასწავლო წლისთვის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით დიდი ძალისხმევით და პასუხისმგებლობით ემზადება.
„ინფექციური დაავადების COVID-19-ის პერიოდში, როგორც საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე ჩვენი სკოლაც - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა დიდი ძალისხმევით და პასუხისმგებლობით ემზადება ახალი 2020-2021 სასწავლო წლისთვის. სკოლა მზადდება საქართველოს ჯანდაცვის, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერების სპორტისა და კულტურის სამინისტროს რეკომენდაციების ყველა პუნქტისა და ქვეკუნქტის გათვალისწინებით. შევქმნით ყველა იმ საჭირორებას, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციური დაავადების თავიდან აცილებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები