„სკოლა სიამაყით ივსება თითოეული მათგანის მიღწევებით“ ​- მარანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
03-09-2020

2019-2020 სასწავლო წელს აბაშის მუნიციპალიტეტის მარანის საჯარო სკოლა დაამთავრა 8 მოსწავლემ. აქედან 7 კურსდამთავრებული წარმატებით ჩაირიცხა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ერთმა მოსწავლემ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლო ეროვნულ გამოცდაზე გასვლა. ორი მოსწავლე არის 100% -იანი გრანტით და სხვები სხვადასხვა გრანტის მფლობელები.

„მათი სახით ქვეყანას შეემატა მომავალი მასწავლებლის, ექიმის, სოციოლოგთა და ფსიქოლოგთა კადრი.

მარანის საჯარო სკოლა სიამაყით ივსება თითოეული მათგანის მიღწევებით და ულოცავს ამ წარმატებას. უსურვებს ნაყოფიერ და შინაარსიან სტუდენტობას, შემდეგ კი ღირსეულ საქმიანობას მაღალი მორალურ -ზნეობრივი პასუხისმგებლობით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203