ლაცორიის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს - ნინი სილაგაძეს და მარიამ უთმელიძეს სასურველ უნივერსიტეტებში გრანტით ჩარიცხვას ულოცავს
03-09-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა- ნინი სილაგაძემ და მარიამ უთმელიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხნენ. 

ნინი სილაგაძე აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში 50%- იანი გრანტით ჩაირიცხა. 

მარიამ უთმელიძე კი 50%- იანი დაფინანსებით სწავლას თბილისის ეროვნულ უნივერსიტეტში გააგრძელებს. 

სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს. 

„ვულოცავთ, ლაცორიის საჯარო სკოლის საამაყო, კურსდამთავრებულებს - ნინი სილაგაძეს, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ჩარიცხვას ინგლისური ენა და ლიტერატურის ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით და მარიამ უთმელიძეს, თბილისის ეროვნულ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის სპეციალობაზე ჩარიცხვას 50%- იანი გრანტით“,- ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203