ქობულეთის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
03-09-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ინტელექტუალური ჩემპიონატ „ეტალონის“ რაიონული ტურის გამარჯვებულს თამარ გუგუნავა, დირექცია და მასწავლებლები ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ.

„სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულს, 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული ინტელექტუალური - ჩემპიონატ „ეტალონის“ რაიონული ტურის გამარჯვებულს თამარ გუგუნავას საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. 

ასევე ულოცავთ სტუდენტობას და სასურველ  ფაკულტეტებზე მოხვედრას კურსდამთავრებულებს ცისმარი გუგუნავასა და ზიკო ჭყონიას. წინსვლას, წარმატებას და დასახული მიზნების ასრულებას ვუსურვებთ მათ“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203