საძელის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს - ამალია ნახაპეტიანს და სირუნიკ ავეტისიანს უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩარიცხვას ულოცავს
03-09-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის ​სოფელ საძელის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ამალია ნახაპეტიანმა და სირუნიკ ავეტისიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხნენ.  

სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს.

„საძელის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს: ამალია ნახაპეტიანს და სირუნიკ ავეტისიანს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 %-იანი დაფინანსების აღებას“, - ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203