იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის საიუბილეო გამოწვევას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე შეუერთდა
03-09-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ - პატარა ამბებით აცოცხლებენ.

„ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში არანაკლებ პოპულარული ყოფილა პოლიტიკა. ასეა დღესაც. სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ მას პოლიტიკოსების სამჭედლო! დღესაც ქართულ პოლიტიკაში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულნი. ჩვენ ნებისმიერ მათგანს ვიწვევთ სკოლის საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

საიუბილეო გამოწვევის სტუმარია სკოლის კურსდამთავრებული, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203