აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას გარემონტებულ საკლასო ოთახებში განაახლებენ
03-09-2020

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყებად მზადაა. ახალ სასწავლო წლისთვის სკოლის ოთახებს გაუკეთდა კოსმეტიკური რემონტი. მოსწავლეებს სკოლაში დახვდებათ ლამაზი გარემო. კლასში მერხებს შორის დაცულია 1-მეტრიანი დისტანცია.

მოსწავლეთა და დასაქმებულთა უსაფრთხოებისთვის ადმინისტრაციამ ზომები უკვე მიიღო.

„გვაქვს თერმომეტრი, დეზობარიერი და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები. წარმატებული მოსწავლეების და მასწავლებლებისათვის მზად გვაქვს სიგელები, რომლებსაც გადავცემთ საზეიმო ვითარებაში 15 სექტემბერს“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203