
თელავის N5 საჯარო სკოლას 2019-2020 წლის წარმატებული კურსდამთავრებულები ჰყავს - 3 ოქროსა და 1 ვერცხლისმედალოსანი და არცერთი ჩაჭრილი მოსწავლე. სკოლის 22 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. მათგან 2-მა მოსწავლემ 100%-იანი გრანტი, ორმა კი 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
„3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალოსანი, არცერთი ჩაჭრილი მოსწავლე, საქართველოს სტუდენტთა რიგებს შეემატა თელავის N5 საჯარო სკოლის 22 კურსდამთავრებული, ვულოცავთ კიდევ ერთხელ, კიდევ უამრავი წარმატება მოგველოცოს!“,-აღნიშნულია სკოლის წერილში.