ახალი დიოკნისის საჯარო სკოლას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა წიგნები გადასცა
03-09-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი და ტელეწამყვანი გიორგი კეკელიძე სტუმრობდა.

„ბატონმა გიორგის სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა არაერთი საინტერესო წიგნი, რომელიც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეს საშუალებას მისცემს გაეცნოს ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, ხოლო პედაგოგებმა გამოიყენონ სასწავლო პროცესში.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამრავალფეროვნებითვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203