არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ დირექცია კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
02-09-2020
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხნენ.
სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს.
„არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ დირექცია ულოცავს 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ უნივერსიტეტებში მაქსიმალური გრანტებით მოხვედრას. წინსვლას, წარმატებას და დასახული მიზნების ასრულებას ვუსურვებთ ჩვენი სკოლის საუკეთესო მარგალიტებს“, - ნათქვამია მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს