ტყვიავის საჯარო სკოლის ორი კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი, 6 კი 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა
02-09-2020
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ. 2-მა მათგანმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, 6-მა კი 50%-იანი. 

სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს. 

„2019-2020  წელს ტყვიავის სკოლის კურსდამთავრებულთაგან გამოიკვეთა 4 ოქროს და 5 ვერცხლისმედალოსანი. მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენდა 36 -ს, მათგან 20 მოსწავლე იყო აბიტურიენტი. ეროვნული გამოცდების დასრულებისას მივიღეთ სასიხარულო ინფორმაცია რომ 2 მოსწავლე ჩაირიცხა 100% გრანტით, ხოლო 6 მოსწავლე 50% გრანტით. ვულოცავთ ჩვენის სკოლის კურსდამთავრებულებს და ასევე ყველა იმ აბიტურიენტს, რომლებიც მიმდინარე წელს გახდნენ სტუდენტები და ვუსურვებთ ასევე წარმატებულ და საინტერესო სტუდენტობას“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203