ჟახუნდერის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს - თეა ონიანს და რევაზ დევდარიანს სტუდენტობას ულოცავს
02-09-2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - თეა ონიანმა და რევაზ დევდარიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. 

თეა ონიანმა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩააბარა. რევაზ დევდარიანი კი ღია უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 

სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ. 

„ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედკოლექტივი ვულოცავთ თეა ონიანს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაბარებას. რევაზ დევდარიანს ღია უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩარიცხვას“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203