
გურჯაანის მუნიციპალიტეტის შაშიანის საჯარო სკოლის პედაგოგები კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებენ.
„მიშო ნადირაძე, ნინი ზარიძე,ნანა მესხიშვილი, ნინი მაისურაძე, ელენე გიორგაძე, გიგა ჩეკურიშვილი, ნაზი ბიწკინაშვილი, მერი ორველაშვილი, მარიამ ზურაბაშვილი, მარიამ ორველაშვილი, მაკო აბელაშვილი, მარიამ სუბელიანი - წლევანდელი კურსდამთავრებულები... უკვე სტუდენტები სასურველ სასწავლებლებში... სამი გრანტი, ერთი 100%, ორიც 50%...
გილოცავთ, ბედნიერ, ნაყოფიერ და ხალისიან სტუდენტობას გისურვებთ.
გვიყვარხართ, გვეიმედებით, გვეამაყებით“,-მიმართავენ პედაგოგები წარმატებულ კურსდამთავრებულებს.