„კიდევ ბევრჯერ გესახელებინოთ მშობლიური სკოლა, სამშობლო-ქვეყანა!“ - სალიბაურის N2 საჯარო სკოლის 10-ვე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
02-09-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლის 10-ვე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. ამასთან, მათგან სამმა 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს. 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლაში დიდი სიხარულია - ათი აბიტურიენტიდან ყველა სტუდენტი გახდა. ივანე ჯავახიშვილის, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტებსა და საზღვაო აკადემიაში. განსაკუთრებული სიამაყის საფუძველია სამი 50%-იანი გრანტოსანის:
მიხეილ კახაძის, ელისო ხოზრევანიძისა და თამარ ხმალაძის წარმატება! აღმზრდელი მასწავლებლები, სკოლის დირექცია გზას დაგილოცავთ, ჩვენო კურსდამთავრებულებო, კიდევ ბევრჯერ გესახელებინოთ მშობლიური სკოლა, სამშობლო-ქვეყანა!“,- ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203